суббота, 24 апреля 2010 г.


1 პროექტის სახელი,,ძველი და ახალი თაობის კომპიუტერები "
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით –პროექტი მიმდინარეობს გამოკვლევა ძველი და ახალი კომპიუტერის შექმნის და განვითარების შესახებ მოსწავლეების მიერ.
३.პროექტის სრული აღწერა – პროექრის მიზანია პარალელი გაევლოს ძველ და ახალ კომპიუტერებს შორის. თუ როგორი იყო ადრე იგი და წლების შემდეგ რა განვითარების პიკს მიაღწია. როდის და ვის მიერ იყო გამოგონებული პირველი კომპიუტერი. რა ერქვა პირველ კომპიუტერს. რა ეტაპი გაიარა კომპიუტერმა დღემდე.საინტერესოა ძველი კომპიუტერის მოდელი, რომელიც დიდად განსხვავდება თანამედროვე კომპიუტერისაგან. საინტერესოა ის რომ კომპიუტერის საშუალებით დღეს შესაძლებელია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ადამიანებთან დაკავშირება.
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
პირველ ჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაციები ძველი კომპიუტერის წარმოშობის შესახებ. ვის მიერ იქნა იგი გამოგონებული, რომელი იყო პირველი კომპიუტერი და რა ერქვა მას. უნდა მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე ,,კომპიუტერის ძველი თაობა".
მეორე ჯგუფს დაევალა მოამზადონ და მოიძიონ თანამედროვე კომპიუტერის მონაცემები, მათი მოდელი. თუ როგორი სიმძლავრის შეიძლება არსებობდეს იგი. აგრეთვე შეძლონ წარმოსახვა, როგორი შეიძლება იყოს მომავალში კომპიუტერი, შეიძლება თუ არა მისი კიდევ უფრო განვითარება.
მესამე ჯგუფი გამოიკვლევს ხონის რაიონის მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს კომპიუტერი და ამათგან რამდენია ჩართული ინტერნეტში. ისინი წარმოადგენენ მონაცემებს დიაგრამის სახით.
4. მონა წილეთა ასაკი – 15–16 წლის
5. ვადები ხანგრძლივობა - 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში – ბავშვები აქტიურად ებმებიან პროექტში . ამზადებენ პრეზენტაციებს და ახდენენ მის ჩვენებებს პროექტოირით.
7. მოსალოდნელი შედეგები,პროცედურები,რაც შეიძლება,შეიქმნას – მოპოვებული ინფორმაციით თვალსაჩინოებით გაცილებით მერ ცოდნას იძენენ კომპიუტერის შესახებ,რომელსაც დღეს დიდი როლო უჭირავს საზოგადოების განვითარებაში. როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი დღევანდელ ეპოქაში.ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა სახის ინფორმაციის მისაღებად. მათ ინტერნეტის საშუალებით შეძლეს ეს და შექმნეს პრეზენტაცია თემაზე ,,ძველი და ახალი თაობის კომპიუტერები". მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა ეს თემა.
8.სარგებელი სხვებისთვის –მოპოვებული ინფორმაციებით, თვალსაჩინოებით შესაძლებელია მეტი ცოდნა შეიძინოს კომპიუტერის შესახებ ნებისმერმა დაინტერესებულმა პირმა.
9.სამუშაო ენა –ქათული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ მყავს
11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი –
12 პროექტის ფასილიტატორი –ხათუნა იმედაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა –ximedadze2010@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი-ximedadze.blogspot.com